თევზის ღვეზელი კომბოსტოთი

ამ უგემრიელესი ღვეზელების მოსამზადებლად ცხიმიანი თევზი დაგჭირდებათ. ცოტა შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგით ისეთი კმაყოფილი დარჩებით, რომ ამად ღირს. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • რძე  150მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  400გრ;
  • საფუარი  1ჩ/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • შაქარი  1ჩ/კ;
  • წითელი თევზი  400გრ;
  • კომბოსტოს მწნილი  300გრ;

მომზადების წესი:

შევათბოთ რძე კარაქთან ერთად. დავამატოთ კვერცხი, მარილი და შაქარი. ავთქვიფოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი, საფუარი. მოვზილოთ ცომი. მოვაგუნდავოთ, ჩავდოთ ცელოფანში, შევკრათ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1-2 სთ. დავამუშავოთ თევზი. ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ, მარილი და პილპილი დავაყაროთ. კომბოსტოს მწნილი გავწუროთ, ტაფაში შევწვათ და თევზი დავამატოთ, ამოვურიოთ, გადმოვდგათ. ცომი პატარა ბურთულებად დავყოთ, თითოეული გავაბრტყელოთ. ჩავდოთ გულსართი და შევკრათ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, 30-40 წთ დავაყოვნოთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შევდგათ 190-200გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ. თევზის ღვეზელი კომბოსტოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო