თევზის მობრაწულა ბრინჯით

ნაზი, რბილი, პიკანტური გემოს მობრაწულაა.  ამ რეცეპტით შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოამზადოთ ნოყიერი და გემრიელი ვახშამი. დამზადების დრო: 45 წთ.

 

ინგრედიენტები:

  • თევზის ფილე (ნებისმიერი სახეობის)  500გრ;
  • მოხარშული ბრინჯი  1,5ჭ;
  • ყველი  200გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მაიონეზი ან არაჟანი  5ს/კ;
  • მარილი და პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წინასწარ უნდა მოვხარშოთ ბრინჯი. ფილეს დავაყაროთ მარილი და პილპილი, ხახვი და სტაფილო წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. გავხეხოთ ყველი. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, ჯერ ბრინჯი დავდოთ, შემდეგ ფილე და ბოლოს ბოსტნეული, თანაბარ ფენებად. წავუსვათ (მოვასხათ) მაიონეზი ან არაჟან და ყველი მოვაყაროთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახ. 30 წთ დავაყოვნოთ. თევზის მობრაწულა ბრინჯით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო