თევზის “ნაპოლეონი”

თევზის “ნაპოლეონი” ორიგინალური, გემრიელი, განსხვავებული წასახემსებელია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 8-10.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი  4ც;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  3თ;
  • ზეთი, მაიონეზი    გემოვნებით:
  • კვერცხი  4ც (მოხარშული);
  • ყველი  200გრ;
  • თევზის კონსერვი  1ქ (ზეთიანი);
  • მომზადების წესი:

გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე ყავისფერ შეფერილობამდე. გავაცივოთ ოთხივე ფენა. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში ერთად მოვხრაკოთ. პირველ ფენას მაიონეზი წავუსვათ და მოხრაკული ბოსტნეული დავადოთ. დავაფაროთ მეორე გამომცხვარი ფირფიტა და ზედ თანაბრად გადავანაწილოთ გახეხილი ყველის და კვერცხის მაიონეზიანი ნარევი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა, წავუსვათ მაიონეზი და დაქუცმაცებული თევზი გადავანაწილოთ. ზემოდან და გვერდებზე მაიონეზი წავუსვათ და დაფშვნილი მეოთხე ფირფიტა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო