თევზის ფრიკადელკები ნაღების სოუსში

თევზის ფრიკადელკები ნაღების სოუსში გემრიელი და სასარგებლო კერძია. სოუსით გაჯერებული ეს საოცარი ბურთულები მსუბუქი და ნოყიერი ვახშმის ვარიანტია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხეკის ფილე  500გრ;
  • ხახვი  1,5თ;
  • სტაფილო 1ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ნაღები  150გრ;
  • ფქვილი  20გრ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სტაფილო და 1თ ხახვი დავჭრათ. თევზი, ხახვი და სტაფილო გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ კვერცხი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, გავაკეთოთ ფრიკადელკები და შევბრაწოთ, ორივე მხრიდან. ნახევარი თავი ხახვი წვრილად დავჭრათ და დავაყაროთ თევზის ბურთულებს,  2 წუთში დავამატოთ ნაღები, მარილი, პილპილი, დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 2-3 წთ. სუფრაზე გატანის წინ წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო