
ნაზი, წვნიანი, თევზის პიკანტური გემოთი არაჩვეულებრივი სალათია. იდეალურია წასახემსებლად ან ვახშამზე. დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 1-2.
ინგრედიენტები:
- შებოლილი ან დამარინადებული თევზი 150გრ (უფხო);
- მოხარშული კვერცხი 1ც;
- მაგარი გახეხილი ყველი 40გრ;
- სალათის ფოთლები 1კონა;
- მაიონეზი 2ს/კ;
- მარილი მწიკვი;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ სალათის ფოთლები, კარგად დავფერთხოთ და ლანგარზე დავაწყოთ. კვერცხი 4-6 ნაწილად დავჭრათ და ზემოდან დავაწყოთ. თევზი თხლად დავჭრათ და კვერცხის ნაჭრებს შორის დავაწყოთ. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მაიონეზი მოვასხათ, და მწიკვი მარილი დავამატოთ. თევზის სალათი ყველითა და კვერცხით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება