თინუსის ფილე ღუმელში

არომატული და ნაზი კერძია. შესაძლოა გარნირად მისი გამოყენება. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • თინუსის ფილე  900გრ;
  • მარილი, პილპილი  მწიკვი;
  • თევზის სანელებლები  1ჩ/კ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • ზეითუნის ზეთი  100-120მლ;

მოზადების წესი:

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. გავრეცხოთ და ქაღალდის ხელსახოცებით შევაშროთ თინუსის ფილე. დავჭრათ პატარა ზომის სტეიკებად და მარილი და პილპილი დავაყაროთ. ჩავაწყოთ შესაწვავ ფორმაში, დავაყაროთ სანელებლები, დაჭყლეტილი ნიორი. დავასხათ ზეთი და თავდახურული შევდგათ ღუმელში. 10 წთ შემდეგ ამოვაბრუნოთ ნაჭრები და კიდევ 8 წთ შევწვათ. თინუსის ფილე ღუმელში მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო