
თინუსით ფარშირებული პომიდორი ესპანური წასახემსებელია. მას ტაპას უწოდებენ და ლუდთან ან ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. სცადეთ და დააგემოვნეთ თქვენც! დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 4ც;
- თინუსის კონსერვი 4ს/კ;
- პომიდვრის კონსერვი 400გრ;
- ნიახური 1ღერი;
- ნიორი 2კბილი;
- ტომატი 1ს/კ;
- ოხრახუში 10გრ;
- ხახვი 10გრ;
- შაქარი 1ს/კ
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი, ნიახური. ჩავაწყოთ ქვაბში, დავამატოთ პომიდვრის კონსერვი, ტომატი, შაქარი, ამოვურიოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, 30 წთ ვშუშოთ, ყოველ 5 წუთში ვურიოთ, ძირზე რომ არ მიიკრას. შევანელოთ მარილით და პილპილით. მდუღარე წყალში 2 წთ ჩავაწყოთ პომიდვრები, ამოვიღოთ და კანი მოვაცილოთ. მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამოვიღოთ რბილობი. თინუსი გადავწუროთ, დავაქუცმაცოთ პიურესავით და თითოეულ პომიდორში ჩავდოთ თითო ს/კ. ზემოდან დავასხათ სოუსი, პომიდვრები შესაწვავ ფორმაში ჩავაწყოთ და საშუალო გრილზე შევდგათ 12 წთ. მზას წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება