ტილაპია ნაღების ”ქურქში”

ტილაპია გემრიელი თევზია, ნაღების სოუსი კი უფრო მეტად საუცხოო და არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს. დამზადების დრო:50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ტილაპიის ფილე  4ც;
  • ხახვი  1თ;
  • ყველი  120გრ;
  • ნაღები  1ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. გარეცხილი ფილე შევაშროთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავაწყოთ შესაწვავ ფორმაში, დავაყაროთ მარილი. ხახვი დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ჯამში, დავამატოთ ნაღები, მარილი, პილპილი, გახეხილი ყველი და კარგად ავურიოთ. დავასხათ სოუსი თევზის ფილეს და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, 35 წთ. ტილაპია ნაღების “ქურქში” მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო