ტკბილი ღვეზელები საფუარიანი ცომით

ძველი, ბებიების დროინდელი გამოცდილი რეცეპტია. ტკბილი ღვეზელები საფუარიანი ცომით გამოდის რბილი, ფაფუკი და ჰაეროვანი. სცადეთ! დამზადების დრო: 6 სთ. ულუფა: 16.

ინგრედიენტები:

  • მშრალი საფუარი  30გრ;
  • ვაშლის ხილფაფა  350გრ;
  • თბილი წყალი  400მლ;
  • კარაქი  100გრ;
  • კვერცხის გული  2ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • შაქარი  6ს/კ ( 3ს/კ ოპარაში, 3ს/კ სიროფში);
  • ფქვლი  8ჭ;
  • წყალი  0,5ჭ;
  • მარილი მწიკვი;

მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ 4ჭ გაცრილი ფქვილი, საფუარი და  1 ს/კშაქარი. დავდგათ 3 სთ თბილ ადგილას. თუ ძალიან ამოვიდა, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ დავამატოთ 2 ს/კ შაქარი,  კვერცხის გული, მარილი, დამდნარი კარაქი და დარჩენილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ  1,5-2 სთ, ყოველ ნახევარ სთ-ში  ოდნავ ჩავზილოთ. 3 ს.კ შაქრით და 0,5ჭ წყლით მოვადუღოთ სიროფი. მზა ცომი დავაგრძელოთ ძეხვისებურად, დავჭრათ ტოლ ნაწილებად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ხილფაფა, შევკრათ და 20 წთ კიდევ დავაყოვნოთ. დავაწყოთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წთ. გამოღებამდე 5 წუთით ადრე სიროფი წავუსვათ და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო