ტკბილი ფლავი

უგემრიელესი, არომატული, გემრიელი ფლავია. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი  1ჭ;
  • გარაგარის ჩირი  0,5ჭ;
  • ქიშმიში  0,5ჭ;
  • ცუკატები 0,5ჭ;
  • ნიგოზი  0,5ჭ;
  • კარაქი  50გრ;
  • ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, ვანილი, ზაფრანა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ჩირი, ქიშმიში, ცუკატები. მოვხალოთ ნიგოზი. გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ნიგოზი და 4 წთ მოვშუშოთ. დავამატოთ ქიშმიში, გარაგარის ჩირი, ცუკატები, 5 წთ ვშუშოთ. დავამატოთ 2ჩ/კ ყავისფერი შაქარი. ვანილი, დარიჩინი, მწიკვი ზაფრანა. დავასხათ 2ს/კ წყალი, დავაფაროთ თვზე და 10 წთ ვადუღოთ. დავამატოთ მოხარშული ბრინჯი და ერთად მოვშუშოთ 10 წთ. ტკბილი ფლავი მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო