ტოლმა ხორცით, ბრინჯით და სოკოთი

ტოლმა საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული კერძია. ეს ვარიანტი განსხვავებულია და თანაც ძალიან გემრიელი გამოდის. სცადეთ. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  300გრ;
  • ღორის ხორცი (რბილი)  300გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  30მლ;
  • კომბოსტო  1,5კგ;
  • ბრინჯი  3ს/კ;
  • ტომატი  2-3ს/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი, შაქარი  გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები.ფილე, ღორის ხორცი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. მოვხარშოთ ბრინჯი, გადავწუროთ და ფარშს დავამატოთ. ხახვი და სოკო საშუალო ზომაზე დავჭრათ, ტაფაში ჩავყაროთ და ზეთში მოვხრაკოთ 7-8 წთ, პერიოდულად ვურიოთ. გავაცივოთ და ფარშს დავამატოთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ავურიოთ. კომბოსტო მოვწალოთ, ნელ-ნელა შემოვაცალოთ ფურცლები, უხეში ნაწილი ავაჭრათ და ფარში ჩავდოთ თითოეულში, გადავახვიოთ. ქვაბში ჩავდოთ ტომატი, ჩავყაროთ მარილი და შაქარი, დავასხათ 500მლ ცხელი წყალი და კარგად გავხსნათ. ჩავაწყოთ ტოლმები, დაფნის ფოთოლი დავადოთ, თავზე დავაფაროთ და საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ 60-80 წთ. ტოლმა ხორცით, ბრინჯით და სოკოთი სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო