
ტომატის სუპი ბერძნულად სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მზადდება. მსუბუქია, ნოყიერი, გემო კი თავად განსაჯეთ! დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- თეთრი ლობიოს კონსერვი 350გრ;
- ხახვი 1თ;
- სტაფილო 1ც;
- პომიდვრის კონსერვი 400მლ( თავისსავე წვენში);
- ზეითუნის ზეთი 2-3ს/კ;
- წყალი ან ბოსტნეულის ნახარში 1ლ;
- ორეგანო 1ჩ/კ;
- დაფნის ფოთოლი 1ც;
- უკურკო ზეთისხილი გემოვნებით;
- ნიახურის ძირი 150გრ;
- მარილი, ოხრახუში გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. მდუღარე წყალში ჩავყაროთ მრგვლად დაჭრილი ნიახურის ძირი. წამოვადუღოთ, დავამატოთ დაჭრილი სტაფილო და ნახევარი ხახვი. ვადუღოთ 5 წთ, დავამატოთ გადაწურული ლობიო. დავაბლენდეროთ პომიდვრის კონსერვი და სუპს დავამატოთ. მარილი დავაყაროთ და 5 წთ ვადუღოთ. შემდეგ დავამატოთ ორეგანო და დაფნა, თავზე დავაფაროთ, ცეცხლი გამოვრთოთ და კერძი 20 წთ დავაყოვნოთ. სუფრაზე გატანის წინ დავამატოთ ზეთისხილი, ნახევარი თავი დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და ზეთი მოვასხათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება