ტორტი “ანგელოზის ცრემლები”

ტორტი “ანგელოზის ცრემლები” ნაზი, გემრიელი, მარტივი დესერტია. ამ ტორტის ერთი ნაჭერი სა ჩაის და ყავის სმის პროცესს უფრო ხალისიანს გახდის. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 12 ც.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  150გრ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • კარაქი  80გრ;
  • შაქარი  6-7ს/კ (2ს/კ ცომში, 4-5 ს/კ ხაჭოს გულსართში);
  • კვერცხი  4ც (1ც ცომში, 4ც გულსართში);
  • მარილი  მწიკვი;
  • ვანილი  1ც;
  • ხაჭო  500გრ;
  • მანის ბურღული  1ს/კ;
  • არაჟანი  100გრ;
  • შაქრის პუდრა  3ს/კ;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ავურიოთ. შევასრისოთ ცივი კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ფქვილიან მასას და ცომი მოვზილოთ. შევახვიოთ საკვებ ცელოფანში და საყინულეში შევდგათ 30-40 წთ. შემდეგ გადავიტანოთ 23 სმ დიამეტრის მქონე საცხობ ფორმაში (რომელიც იხსნება). ამოვიყვანოთ ბორტები 4-5 სმ-ზე. გულსართი: ხაჭოს ნაზი კონსისტეცია რომ მივცეთ, ან საცერში გავსრისოთ, ან დავაბლენდეროთ. დავამატოთ მანის ბურღული, შაქარი, არაჟანი, ვანილი. ავთქვიფოთ. 3ც კვერცხიდან აკურატულად გამოვაცალკევოთ ცილა და გული. გულები ხაჭოიან მასას დავუმატოთ, ცილა ჯერ მაცივარში შევინახოთ. ხაჭოს მასა კარგად ავთქვიფოთ და ცომის ზედაპირზე გავანაწილოთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წთ. ავთქვიფოთ ცილა, შემდეგ დავამატოთ შაქრის პუდრა, გადმოვიღოთ საცხობი ფორმა და ტორტს მთელს ზედაპირზე წავუსვათ ბეზე, ტალღისებურად და გორაკისებურად, შევაბრუნოთ ღუმელში 5-10 წთ. გამოვრთოთ ღუმელი, კარი გამოვაღოთ და შიგნითვე გავაცივოთ ტორტი, დაახლ. 40 წთ. რაღაც პერიოდის შემდეგ ტორტის ზედაპირზე გამოჩნდება წვეთები, რის გამოც ეწოდა ეს სახელი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო