ტორტი ბანანითა და კივით

ტორტი ბანანითა და კივით ნაზი, ზომიერად ტკბილი, ოდნავ მომჟავო  გემოთი ძალიან გემრიელი დესერტია. ადვილადაც მზადდება. ვიზუალურად ლამაზია, ნებისმიერ საზეიმო სუფრას დაამშვენებს. დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • შაქარი  2,5ჭ;
  • კვერცხი  6ც;
  • წყალი  5ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  1 ჩ/კ;
  • მოხარშული შესქელებული რძე  270მლ;
  • არაჟანი  400გრ;
  • კივი  5ც;
  • ბანანი  2ც;
  • ორცხობილა  100გრ;
  • ქოქოსის ფანტელი  30გრ;
  • ზეთი  1/2 ს/კ;

მომზადების წესი:

მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დაბალ სიჩქარეზე ძალიან ცოტა ხანს  ვთქვიფოთ. შეგვიძლია ხის კოვზით გადავურიოთ, ასე ბისკვიტის ჩავარდნის შანსი ნაკლებია.  მრგვალ ფორმას ჩავაფინოთ პერგამენტი,ზეთი წავუსვათ, ცომი ჩავასხათ და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 40-50 წთ. მზა ბისკვიტი გადმოვიღოთ და გავაცივოთ. დასანამი: თბილ ადუღებულ წყალში გავხსნათ  1 ს/კშაქარი. ბისკვიტი 2 ნაწილად გავჭრათ და ორივე დავნამოთ. კრემი: არაჟანი და შესქელებული რძე კოვზით შევურიოთ, ან ავთქვიფოთ მიქსერით. კივი და ბანანი მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. პირველ ფენას წავუსვათ კრემი, დავაწყოთ კივი და ბანანი. დავადოთ მეორე ფენა, კრემი გვერდებზე და ზედაპირზე წავუსვათ. დავაწყოთ კივი და ბანანი. მოვრთოთ ქოქოსის ფანტელით და დაფშვნილი ორცხობილათი. შევდგათ მაცივარში2-3 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო