ტორტი “გვირილა”

ტორტი “გვირილა” ბანანის , კივის და ფორთოხლის გულსართით უგემრიელესია, ლამაზია, გვირილასავით არის გაფორმებული. ნამდვილი სადღესასწაულო დესერტია, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც კი მოეწონება! დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 10.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  5ც;
  • შაქარი 2ჭ;
  • სოდა  1ჩ/კ;
  • ფქვილი  1ჭ;
  • კაკაო  1პაკეტი;
  • კეფირი  1ჭ;
  • არაჟანი  1-2ს/კ;
  • ჟელატინი  3პაკეტი;
  • ბანანი  2ც;
  • კივი  2ც;
  • ფორთოხალი 2ც;
  • ყაყაჩოს თესლი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, ათქვეფა არ უნდა. დავამატოთ სოდა, ფქვილი, კაკაო და კარგად გადავურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. დავასხათ კეფირი, ცოტა ფქვილი დავამატოთ და ავურიოთ. სქელი არაჟნის კონსისტენცია უნდა მივიღოთ. ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ჩავასხათ მრგვალ საცხობ ფორმაში (პერგამენტდაფენილი) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წთ, დრო ვაკონტროლოთ. გავაცივოთ და ორივე კიდევ შუაზე გავჭრათ, 2 ნაწილი დავტოვოთ, ორი კი წვრილად დავტეხოთ. კრემი:  არაჟანი და  შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ წინასწარ ჩამბალი ჟელატინი. წვრილად დავჭრათ ბანანი, კივი და ფორთოხალი და დავუმატოთ, ასევე დავუმატოთ დატეხილი კორჟი, ავურიოთ. მრგვალ ფორმაში ჩავდოთ ერთი ფენა, დავადოთ კრემიანი მასა, ყაყაჩოს თესლი, სურვილისამებრ, დავადოთ მეორე ფენა, რომელიც გვირილასავითაა დაჭრილი, დავასხათ შოკოლადის მინანქარი (მოვამზადოთ ჩვენთვის სასურველი რეცეპტით),  შევდგათ მაცივარში 2-3 სთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო