ტორტი ხაჭოს კრემით

ტორტი ხაჭოს კრემით მარტივი, უგემრიელესი, არომატული და მადისაღმძვრელი დესერტია. ხაჭოს კრემი და ჟოლო განუმეორებელ გემოს აძლევს ამ ტორტს. დამზადების დრო: 2სთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  • ბისკვიტი:
  • კვერცხი  4ც;
  • შაქარი  150გრ;
  • ფქვილი  100გრ;
  • კრემი:
  • ხაჭო  250 გრ( 9%);
  • არაჟანი  100-150გრ (30%);
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • შაქარი  3-4ს/კ;
  • ჟოლო  150გრ;

მომზადების წესი:

გამოვაცლკევოთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ავთქვიფოთ 2 წთ, დავამატოთ შაქრის ნახევარი და ვთქვიფოთ 2-3 წთ, მყარ კონსისტენციამდე. დარჩენილი შაქარი კვერცხის გულს დავაყაროთ და ავთქვიფოთ 3 წთ. ათქვეფილი ცილის ნაწილი დავამატოთ ათქვეფილ გულებს, აკურატულად ამოვურიოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ფრთხილად ამოვურიოთ, დარჩენილი ცილოვანი მასაც დავამატოთ. გამოგვივა ნაზი, ჰაეროვანი ცომი. 22 სმ დიამეტრის ფორმას ძირში წავუსვათ ცხიმი და ცომი გადავიტანოთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 30-40 წთ. მზა ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, განივად. კრემი: ხაჭო, არაჟანი, ვანილი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ. ჯერ ერთ ფენას წავუსვათ კრემი, დავაწყოთ ჟოლო, დავადოთ მეორე ფენა , წავუსვათ კრემი, გვერდებზეც წავუსვათ, ზემოდან ჟოლო დავაწყოთ. შევდგათ მაცივარში დაახლ. 2 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო