ტორტი “ოპერა”

ნაზი ბისკვიტისა და ჰაეროვანი კრემის საოცარი შეხამებაა!. ტორტი „ოპერა“ უგემრიელესი გამოდის. აღფრთოვანებას ვერ დამალავს ვერც შინაური და ვერც სტუმარი. გამოაცხეთ და ისიამოვნეთ. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • შაქარი  110გრ (ყავის სიროფი);
  • წყალი  185მლ;
  • შაქარი  115გრ (პასტა პრალინე);
  • წყალი  60მლ (პასტა პრალინე);
  • თხილი 115გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • კვერცხი  3ც (+3 ცილა);
  • ნუში  115გრ;
  • შაქრის პუდრა  115გრ;
  • ფქვილი  35გრ;
  • კარაქი  10გრ;
  • კაკაო  1,5ჩ/კ;
  • ყავა  1,5ჩ/კ;
  • კვერცხის გული  3ც;
  • შაქარი   115გრ (კრემში);
  • წყალი  30მლ (კრემში);
  • კარაქი  225გრ (კრემში);
  • ვანილი  მწიკვი;
  • შოკოლადი  60გრ (პრალინე);
  • შოკოლადი  85გრ (ჭიქურა);
  • კარაქი  15 გრ (ჭიქურა);

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ყავა, შაქარი დავამატოთ, მოვურიოთ, ყავის სიროფი უკვე გვაქვს. 175 გრადუსზე ღუმელში მოვხალოთ თხილი  10-12 წთ.პასტა პრალინეს მოსამზადებლად წყალში გავხსნათ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ ოქროსფერშეფერილობამდე და გადმოვდგათ. მოხალული თხილი  სილიკონის ზედაპირზე გადმოვიღოთ, დავასხათ კარამელი და დავტოვოთ გასაცივებლად. შემდეგ დავტეხოთ, დავაბლენდეროთ. დავამატოთ მწიკვი მარილი, ამრიგად მივიღებთ პასტა პრალინეს. ავთქვიფოთ ცილა, პროცესში დავამატოთ შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ. დავაქუცმაცოთ ნუში, შევურიოთ შაქრის პუდრა, ჩავახალოთ კვერცხი, მიქსერით ავთქვიფოთ საშუალო სიმძლავრეზე, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ათქვეფილი ცილა, დავასხათ პერგამენტდაფენილ კარაქწასმულ  საცხობ ფორმაზე და შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7 წთ. კრემი: ყავა და კაკაო წყალში გავხსნათ, ავთქვიფოთ 3კვერცხის გული, შაქარი გავხსნათ წყალში, წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელი სიროფი გულების მასაში ჩავსხათ, ავთქვიფოთ, თან დავამატოთ კარაქი და ვანილი. დავამატოთ ყავა კაკაოთი, ავურიოთ. პასტა პრალინე და 60გრ გამდნარი შოკოლადი შევურიოთ ერთმანეთს. ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად. ერთს წავუსვათ პასტა პრალინე შოკოლადით და მაცივარში შევდოთ 15 წთ. გადმოვიღოთ, ამოვაბრუნოთ და ყავის სიროფი დავასხათ, კარგად უნდა გაიჟღინთოს. ზემოდან წავუსვთ კრემის მესამედი, ორი ნაწილიც ასე მოვამზადოთ. დავაწყოთ ერთმანეთზე. ჭიქურასათვის გავალღოთ კარაქი და შოკოლადი, ზემოდან გადავუსვათ ტორტს და ცოტა ხანი მაცივარში შევდოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო