ტორტი “პანჩო” ჟელატინით

ტორტი “პანჩო” ჟელატინით უნაზესი, ფაფუკი და ზომიერად ტკბილი დესერტია. სცადეთ და გაილამაზეთ განსაკუთრებული დღეები. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • შაქარი  200გრ;
  • რძე  200მლ;
  • ზეთი  100მლ;
  • ფქვილი  200გრ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ/კ;
  • სახამებელი  80გრ;
  • კაკაოს ფხვნილი  2ს/კ;
  • არაჟანი  800მლ;
  • შაქრის პუდრა  100გრ;
  • ჟელატინი  15გრ;
  • შავი შოკოლადი  40გრ;
  • კარაქი  10გრ;
  • უკურკო ალუბალი  300გრ;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავყაროთ შაქარი, ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. დავასხათ რძე. დავამატოთ ფქვილი, სახამებელი, კარგად გადავურიოთ. დავაყაროთ გამაფხვიერებელი, დაასხათ ზეთი და ავურიოთ. ცომი 2 ნაწილად გავყოთ, ერთი ნაწილი დავდთ პერგამენტდაფენილ საცხობზე, შევდგათ 175-180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 30-35 წთ. 3/4ს/კ წყალში გავხსნათ 2ს/კ კაკაო. შევაზილოთ ცომის მეორე ნაწილს. ესეც იმავე წესით გამოვაცხოთ. მუქი ბისკვიტი ისე დავჭრათ, რომ მრგვალი ფორმა დაგვრჩეს, დარჩენილი ნაწილები კი კუბიკებად დავჭრათ. თეთრი ბისკვიტი მთლიანად კუბიკებად დავჭრათ. კრემი: არაჟანს დავამატოთ შაქრის პუდრა, ავთქვიფოთ. ჟელატინს ცივი ადუღებული წყალი დავასხათ, დავაყოვნოთ. შემდეგ გავხსნათ ორთქლის აბაზანაზე. გავაცივოთ და კრემს დავამატოთ. 150-200 გრ კრემი ცალკე გადავდოთ. მაღალ ღრმა ჯმში ჩავფინოთ ცელოფანი ისე. რომ კიდეები გარედან იყოს. ზირში ცოტა არაჟნის კრემი ჩავასხათ. დავამატოთ რამოდენიმე ორივე ფერის კუბიკები. დავასხათ კრემი, დავაწყოთ ალუბალი, ისევ კუბიკები და ასე გავაგრძელოთ ჯამის შევსებამდე. ზემოდან დავადოთ მუქი მრგვალი ფენა. გადავაფაროთ ცელოფანის კიდეები და მაცივარში შევდგათ 1,5 სთ. შემდეგ ამოვაბრუნოთ განიერ ლანგარზე, მოვხსნათ ცელოფანი. წავუსვათ გადადებული კრემი, მოვასხათ გამდნარი შოკოლადის და კარაქის ნარევი, 6-7 სთ დავაყოვნოთ ტორტი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო