ტორტი “ქალის კაპრიზი”

უგემრიელესი, უნაზესი, არომატული ტორტია. შესანიშნავი იდეაა სადღესასწაულო სუფრისათვის. დამზადების დრო: 8 სთ.

ინგრედიენტები:

  • შაქარი  440გრ ( 180გრ ცომში, 260გრ კრემში);
  • ფქვილი  200გრ;
  • ნიგოზი  110გრ;
  • კარაქი 300გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • ყავა  10ს/კ (მოხარშული);
  • კარტოფილის სახამებელი  2ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ/კ;
  • რძე  260მლ;
  • ვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავაცალკევოთ ცილა და გული, ცილა მაცივარში შევინახოთ. გული ავთქვიფოთ, დავამატოთ 6ს/კ შაქარი, ისევ ავთქვიფოთ 2-3 წთ მაღალ სიჩქარეზე. ამ მასას დავამატოთ გაციებული ხსნადი ყავა, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ამოვურიოთ. ნგოზი დავაქუცმაცოთ და დავამატოთ. ცილაც ავთქვიფოთ, საქარი დავამატოთ, ავთქვიფოთ და ეს მასა დავამატოთ ნიგზიანს. საცხობ ფორმას პერგამენტი დავაფინოთ, ცომი გადავანაწილოთ, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ. კრემი: რამოდენიმე კოვზ რძეში გავხსნათ სახამებელი. ქვაბში ჩავასხათ ½ს/კ წყალი, დავამატოთ რძე და შაქარი, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ მანამ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. დავამატოთ ვანილი და გახსნილი სახამებელი, სულ ვურიოთ და გადმოვდგათ, როცა გასქელდება მასა. გავაცივოთ და დარბილებულ კარაქთან ერთად ავთქვიფოთ. ბისკვიტი 2 ნაწილად გავჭრათ, თითოეული კიდევ სამად.  შევაერთოთ კრემით, ორი თხელი კორჟი დავაბლენდეროთ, ზემოდან  და გვერდებზე ჯერ კრემი წავუსვათ, შემდეგ ნაფშვენები მოვაყაროთ. ტორტი“ქალის კაპრიზი“ მაცივარში შევდოთ 6 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო