ტორტი “ვაშლის მუსი”

გერმანიაში ამ ტორტს “აპფელმუსი” ჰქვია და ძალიან პოპულარულია. ნაზია, პირში რომ გადნება, ისეთი დესერტია. დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 8-12.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  1კგ (800გრ-დან 400გრ პიურე, 2ც მოსართავად);
  • კვერცხი  4ც;
  • ვანილი  2ც;
  • კარაქი  180გრ;
  • ფქვილი  100გრ;
  • სიმინდის სახამებელი  100გრ;
  • გამაფხვიერებელი  10გრ;
  • ნაღები  500გრ;
  • შაქრის პუდრა  100გრ;

მომზადების წესი:

ვაშლი 4 ნაწილად დავჭრათ, კურკები მოვაცილოთ და ფოლგადაფენილ მინის საცხობ ფორმაში ჩავაწყოთ. შევდგათ 180 გრადუსზე 30-40 წთ. გავაცივოთ და დავაბლენდეროთ. ვაშლის პიურე გავცრათ  და 400გრ ავიღოთ. ფქვილი, შაქარი, ვანილი და სახამებელი ჯამში ჩავყაროთ. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ კვერცხი, დავუწიოთ სიჩქარეს და წვრილი ჭავლით დავამატოთ გამდნარი კარაქი. შემდეგ მშრალი ინგრედიენტები დავამატოთ და ავურიოთ. პერგამენტის ქაღალდზე 2ც 21-22 სმ-იანი დიამეტრის წრეები ამოვჭრათ. ჯერ ერთი ფორმა დავდოთ და 5ს/კ ცომი დავასხათ, გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 5-7 წთ, შემდეგ მეორე და ასე მივყვეთ. 5ც გამოვა. გავაცივოთ, გვერდები გავუსწოროთ (ჩამოვჭრათ). კრემი: ავთქვიფოთ ნაღები და შაქარის პუდრა. 2ს/კ კრემი გადავდოთ გვერდებზე წასასმელად, დანარჩენს ვაშლის პიურე დავამატოთ. ყველა ფირფიტა ამ მუსით შევაერთოთ, გვერდებზე და ზემოდან კრემი წავუსვათ, ნაფშვენები მოვაყაროთ. ტორტი ვაშლის ვარდებით მოვრთოთ: 2 წითელი ვაშლი, 2ს/კ შაქარი და 1ჭ წყალი. ვაშლი თხლად დავჭრათ, ჩავაწყოთ შაქრის ცხელ სიროფში, 2-3 წთ დავაყოვნოთ და ვარდის ფორმა მივცეთ. ტორტს ზემოდან დავაწყოთ ვარდები.  ტორტი “ვაშლის მუსი”  2-3 სთ მაცივარში შევდგათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო