“ცეზარი” ღორის ხორცით

ცეზარი ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სალათია. მისი მომზადება მრავალნაირად შეიძლება. გთავაზობთ ღორის ხორცით! დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • ღორის ხორცი  70გრ;
  • პური  200გრ;
  • პომიდორი ჩერი  100გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • პარმეზანი  70გრ;
  • არაჟანი  250გრ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • კვერცხი  1ც;
  • სალათის ფოთლები  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ სოუსი: არაჟანს შევურიოთ მდოგვი, ნიორი დავჭყლიტოთ, დავამატოთ ცოტა ლიმონის წვენი და ავურიოთ. პურს ქერქი მოვაჭრათ, რბილობი კუბიკებად დავჭრათ, დავაწყოთ საცხობზე, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ 10-15 წთ. გავრეცხოთ ფილე, დავჭრათ და ზეთში შევწვათ. ასევე გავრეცხოთ და დავჭრათ ღორის ხორცი, შევწვათ ზეთში. მარილი და პილპილი დავამატოთ. მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ და გავარჩიოთ, მეოთხედებად დავჭრათ,  დავჭრათ გარეცხილი ჩერი, სალათის ფოთლები გავრეცხოთ, შევაშროთ, დავაწყოთ განიერ ლანგარზე, ფოთლებს ცოტა სოუსი მოვასხათ, შემდეგ დავდოთ ბეკონი, ფილე, კრუტონები, პომიდორი, კვერცხი, ზემოდან დავახეხოთ ყველი, მოვასხათ დარჩენილი სოუსი. “ცეზარი” ღორის ხორცით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო