
“ცეზარი” ორიგინალურად ბრიტანელი შეფ-მზარეულის რეცეპტით მზადდება. უგემრიელესი გამოდის, მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 1.
ინგრედიენტები:
- სალათის ფოთლების მიქსი 25 გრ;
- ქათმის ფილე 150გრ;
- პარმეზანი 25გრ;
- პური ბატონი 50გრ;
- დაფქული ნიორი 1გრ;
- ზეთი 80მლ;
- კვერცხის გული 1ც;
- მდოგვი 1ჩ/კ;
- ვუსტერსული სოუსი 1ჩ/კ;
- ქათმის სუნელები 1/2ჩ/კ;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. პური პატარა კუბიკებად დავჭრათ და ზეთში შევბრაწოთ, დავამატოთ ნიორი, ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ, მარილი და სუნელები მოვაყაროთ. შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან, 3-4 წთ. ფიალაში ავთქვიფოთ კვერცხის გული, დავამატოთ მდოგვი და სოუსი. სათქვეფელათი ავთქვიფოთ. წვრილი ჭავლით ჩავამატოთ ზეთი, თქვეფა არ უნდა შევწყვიტოთ. სალათის დატეხილი ფოთლები დავაწყოთ ლანგარზე. დავასხათ სოუსი, დავაწყოთ ფილე და შებრაწული პურის კუბიკები, დავასხათ დარჩენილი სოუსი, ზემოდან პარმეზანის თხელი ნაჭრები დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით.
კომენტარის დატოვება