ცეზარი ქათმის ფილეთი

ამ შესანიშნავი სალათის უამრავი რეცეპტი არსებობს. ცეზარი ქათმის ფილეთი ცოტა ახლებური ვარიანტით არის წარმოდგენილი. სცადეთ, არ ინანებთ! დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • პომიდორი  1ც;
  • კვერცხი  2ც;
  • ყველი  50გრ;
  • სალათის ფოთლები  1კონა;
  • პური  2 ნაჭერი;
  • მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები  გემოვნებით;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ლიმონის წვენი 1ჩ/კ;
  • მდოგვი  1/3 ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, მოვხარშოთ ან შევწვათ. 1ც კვერცხი მოვხარშოთ. პური პატარა კუბიკებად დავჭრათ, ტაფაში ან საცხობ ფორმაში ჩავაწყოთ, შვდგათ ღუმელში და გამოვაშროთ. დავამატოთ მწიკვი მარილი და დაჭყლეტილი ნიორი. 2 წთ გადმოვდგათ და გავაცივოთ. სოუსი:  კვერცხიდან გამოვაცალკევოთ გული, დავამატოთ მოხარშული კვერცხის გული, ლიმონის წვენი, მდოგვი და ავურიოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი, ზეთი დავასხათ და ავთქვიფოთ. განიერ თეფშზე დავაწყოთ გარეცხილი, შემშრალი, დატეხილი სალათის ფოთლები, ფილეს ნაჭრები, პომიდორი. მოვასხათ სოუსი, დავაყაროთ გახეხილი ყველი და გახუხული პურის ნაჭრები დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო