ცეზარი თინუსით

თუ ცეზარი თევზის შემცველობით უფრო მოგწონთ, ეს სალათი თქვენთვისაა. გემრიელია, მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • სალათის ფოთლები  1კონა;
  • თინუსის კონსერვი  1ქილა;
  • პომიდორი  1-2ც;
  • ყველი  100გრ;
  • პური  2 ნაჭერი;
  • ზეთი  2 ს/კ;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გაცხელებულ ზეთში მოვბრაწოთ კუბიკებად დაჭრილი პური. მარილი და პილპილი დავაყაროთ, სურვილისამებრ, სხვა სანელებლები. განიერ სასალათეში დავაწყოთ დატეხილი სალათის ფოთლები, თინუსი, დაჭრილი პომიდორი, გახეხილი ყველი და პურის გახუხული კუბიკები. მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი და პილპილი მოვაყაროთ. აკურატულად ამოვურიოთ და გავიტანოთ სუფრაზე ჩვენი ცეზარი თინუსით! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო