ციმბირული პელმენები

ციმბირული პელმენები ნამდვილი კლასიკაა! პოპულარული რუსული კერძია. მომზადების პროცესი საკმაოდ ხალისიანია ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  660გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • წყალი  330გრ;
  • საქონლის ხორცი  400გრ;
  • ღორის ხორცი  460 გრ;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი და გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ მარილი, წყალი, პილპილი და გატარებული ხახვი. გადავურიოთ ყველაფერი. პირდაპირ მაგიდაზე გავცრათ ფქვილი, შუაში ამოვაღრმავოთ, ჩავასხათ წყალში გათქვეფილი კვერცხი, დავაყაროთ მარილი, მოვზილოთ ცომი და 20-30 წთ დავაყოვნოთ. გავშალოთ ცომი თხელი ჟგუტივით. დავჭრათ თანაბრად და გავაბრტყელოთ. თითოეულს შუაში ჩავუდოთ ფარში, მოვახვიოთ და მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ. დაახლ. 10 წთ (ადუღებიდან). სუფრაზე გავიტანოთ კარაქით და  არაჟნით. გემრიელად მიირთვით. მოგწერეთ, თუ მოგეწონებათ.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო