წითელი და თეთრი ლობიოს სალათი

წითელი და თეთრი ლობიოს სალათი ნოყიერი და გემრიელი კერძია. უხდება ლუდი, მარტივად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

ორივე სახეობის ლობიოს კონსერვი  თითო ქილა;

  • ნიორი  2-3კბილი;
  • მაიონეზი  5-7ს/კ;
  • პური  1/2ც;
  • ზეთი  1/2ჭ;

მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავჭრათ პური, გავაცხელოთ ზეთი, შევბრაწოთ პურის ნაჭრები, გადმოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცებზე და გავაცივოთ. გადავწუროთ კონსერვები, ლობიო ჩავყაროთ ჯამში, დავამატოთ “სუხარიკები”, დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ მაიონეზი, მარილი და პილპილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო