წითელი კომბოსტოს მჟავე

რა ჯობია სახლში დამწნილებულ კომბოსტოს! უხდება ლობიოს, შემწვარ კარტოფილს… თან მდიდარია რკინით და სასარგებლოცაა. დაამჟავეთ ამ რეცეპტით და ისიამოვნეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დამზადების დრო: 1კვირა.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  2,5კგ;
  • ჭარხალი  0,5კგ;
  • წითელი ცხარე წიწაკა  გემოვნებით;
  • ნიახური  3კონა;
  • ნიორი  3თ;
  • მარილი  5ს/კ (კორექტირება შეიძლება);
  • ძმარი  3ს/კ;
  • წყალი  2ლ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ კომბოსტო და მსხვილად დავჭრათ. გავრეცხოთ ჭარხალი, გავთალოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად. გარეცხილი ნიახურიც დავჭრათ. გავარჩიოთ ნიორი, გავრეცხოთ, დავჭრათ. წიწაკაც დავჭრათ. ავიღოთ ჭურჭელი, რაშიც უნდა დავამჟავოთ კომბოსტო, ჯერ ჩავდოთ ნიახური, წიწაკა, ჭარხალი, ნიორი, შემდეგ კომბოსტო, მარილი დავაყაროთ, შემდეგ ისევ პირველი ფენა და კომბოსტო. ასე გავიმეოროთ ინგრედიენტების დასრულებამდე, დავასხათ წყალი, ძმარი და დავადოთ რაიმე მაგარი საგანი. ჯერ სამი დღე თბილ ადგილას დავაყოვნოთ, შემდეგ სიცივეში გავდგათ და ვაცადოთ დამწნილება. წითელი კომბოსტოს მჟავე 1 კვირაში (მაქს. 10 დღეში მზად იქნება). გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო