წიწიბურას სუპ-პიურე

წიწიბურას სუპ-პიურე ამ ბურღულის სუპის ორიგინალური ვარიანტია. მარტივად და სწრაფად მზადდება, ძალიან უხდება ქათმის ფილე. სცადეთ! დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  • წიწიბურა  1ჭ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ქათმის ფილე  1ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით
  • წყალი  1,3ლ;

მომზადების წესი:

ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ წიწიბურა და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. გავხეხოთ სტაფილო, ხახვი წვრილად დავჭრათ. ერთად მოვხრაკოთ ზეთში. დავამატოთ სუპს, მარილი და პილპილი დავაყაროთ, დაფნის ფოთოლიც შეიძლება (შემდეგ უნდა ამოვიღოთ). ფილე თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ. როცა სუპი მზად იქნება, დავაბლენდეროთ. გადავანაწილოთ თეფშებში და შემწვარი ფილეს 2-2 ნაჭერი დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო