წიწიბურას სუპი ძროხის ხორცით

წიწიბურას სუპი ძროხის ხორცით ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია. ნოყიერი სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 3 სთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • წიწიბურა  80გრ;
  • ძროხის ხორცი  500გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი, მწვანილი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები.  ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და დავდგათ მოსახარშად, 2 სთ ვხარშოთ. ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.  ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ჩავამატოთ ქვაბში. შემდეგ დავამატოთ წიწიბურა და ვადუღოთ მანამ, სანამ არ მოიხარშება. ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა). გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო