წიწიბურას სუპი ღორის ხორცით

წიწიბურას სუპი ღორის ხორცით ნოყიერი, არომატული, უგემრიელესი წვნიანია. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრებს ამ საუცხოო ცხელი კერძით. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • ღორის ძვლიანი ხორცი  950გრ;
  • ხახვი  2თ;
  • მიხაკი  3ც;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • კარტოფილი  3ც;
  • წიწიბურა  3ს/კ;
  • ყავისფერი შაქარი  1ჩ/კ;
  • ტომატი    4ს/კ;
  • დაფქული ბაზილიკი  1/2ჩ/კ;
  • თეთრი მშრალი ღვინო  50მლ;
  • მწვანილი  1/2 კონა;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავჭრათ ხორცი და დავდგათ მოსახარშად. როცა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ, დავამატოთ ხახვი, მიხაკი და დაფნის ფოთოლი. 30 წთ ვადუღოთ, პერიოდულად მოვქაფოთ. მზა ბულიონი გავწუროთ და ისევ ცეცხლზე დავდგათ, ხორცი ცალკე გდავდოთ. მდუღარე ბულიონში კუბიკებად ადჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ. ხორცს ძვლები მოვაცილოთ, დავჩლიჩოთ და ბულიონს დავამატოთ. მეორე ხახვი წვრილად დავჭრათ, ზეთში მოვშუშოთ, შაქარი დავაყაროთ და ამოვურიოთ, როცა კარამელიზდება, ღვინო დავასხათ. როგორც კი ალკოჰოლი აქროლდება, დავამატოთ ტომატი, ბაზილიკი, 1-2 წთ მოვშუშოთ. ბულიონს დავამატოთ წიწიბურა, ტაფის მასა და 15 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო