წიწიბურათი და სოკოთი ფარშირებული ბულგარული

სასარგებლო, სამარხვო, გემრიელი კერძია. იშვიათია. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ბულგარული წიწაკა  5ც;
  • წიწიბურა 1ჭ;
  • სოკო  300-400გრ;
  • ხახვი 2თ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • კამა, ოხრახუში  50გრ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ წიწიბურა, დავასხათ 2ჭ წყალი და მოვხარშოთ. დავამატოთ მარილი, გავარჩიოთ ხახვი, სოკოსთან ერთად გავრეცხოთ და ორივე წვრილად დავჭრათ. მოვხრაკოთ ზეთში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი  გემოვნებით. გარეცხილი მწვანილი წვრილად დავკეპოთ და წიწიბურასЕან ერთად სოკოს დავამატოთ, ამოვურიოთ. ბულგარულები შუაზე გავჭრათ, გავრეცხოთ, თესლები მოვაცილოთ. გადავავლოთ მდუღარე წყალი, დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და შევავსოთ გულსართით. გამოგვივა ნავების ფორმა. ფორმაში ჩავასხათ ½ჭ წყალი და შევდგათ 180-200გრადუსზე ღუმელში 30-40 წუთით. წიწიბურათი და სოკოთი ფარშირებული ბულგარული მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო