ცხარე ბადრიჯანი ზამთრისათვის

ვისაც ბადრიჯანი უყვარს, ამ რეცეპტით მომზადებულიც მოეწონება! მარტივად მზადდება, არ სჭირდება სტერილიზაცია, ნივრის ოდნავ ცხარე გემოთი ხომ საუცხოო გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი  5კგ;
  • მწვანე ბულგარული წიწაკა  1 კგ;
  • ნიორი  100გრ;
  • ძმარი 9%-იანი  250მლ;
  • ზეთი  0,5ლ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბადრიჯანი, ყუნწი მოვაჭრათ და მრგვლად დავჭრათ. ჩავაწყოთ მარილწყალში 20 წთ. ბულგარულს ყუნწი და თესლები მოვაცილოთ, ნიორი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ორივე. ბულგარული და ნიორი დავაბლენდეროთ, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, ავურიოთ. გადავწუროთ ბადრიჯანი და ზეთში შევწვათ. გასტერილიზებულ ქილებში ჯერ ჩავაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ დაბლენდერებული მასა, ისევ ბადრიჯანი და ასეთი თანმიმდევრობით შევავსოთ ქილები. ზემოდან სოუსი უნდა იყოს. მოვხუფოთ გასტერილიზებული სახურავით. ცხარე ბადრიჯანი ზამთრისათვის შევინახოთ, მშრალ, გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო