ცხვრის ხორცის ბუღლამა

ცხვრის ხორცის ბუღლამა ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის, ნამდვილი, მამაკაცური კერძია. ადვილადაც მზადდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი  600-700გრ;
  • კარტოფილი  3-4ც;
  • ხახვი  300-400გრ;
  • სტაფილო  1-2ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1-2ც;
  • პომიდორი  500გრ;
  • ბადრიჯანი  1-2ც;
  • მწვანე ლობიო  400გრ;
  • მწვანილი  75გრ (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა);
  • ალუჩა ან ტყემალი  100გრ (ან 1ს/კ ძმარი ან ლიმონის წვენი);
  • ცხარე წიწაკა  1ც;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ ცხვრის ხორცი, ძვლებიდან მოვაჭრათ რბილობი, ცხიმიანი ნაწილი და საშუალოდ დავჭრათ. ცხიმიანი ნაჭერი წვრილად დავჭრათ და ტაფაში გავადნოთ. ამ ცხიმში ხორცი შევბრაწოთ და გადმოვიღოთ. გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, ალყა-ალყა დავჭრათ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ შებრაწული ხორცი. გათლილი და გარეცხილი კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ და ხორცზე დავაწყოთ. გარეცხილი ბულგარულიც დავჭრათ და დავალაგოთ სტაფილოზე, შემდეგ გათლილი, დაჭრილი ბადრიჯანი დავაწყოთ. ბოლოს მწვანე ლობიო, წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი (წინასწარ ყველაფერი გარეცხილია). პომიდორს კანი მოვაცილოთ, დავაქუცმაცოთ, ტყემალს ან ალუჩას დავამატოთ და ზემოდან, ლობიოს მოვასხათ ეს მასაც. მოვაყაროთ მარილი და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 1,5სთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო