ცომში ამოვლებული სკუმბრია

ამ რეცეპტით მომზადებული სკუმბრია გამოდის ნაზი, გემრიელი, არ არის მშრალი. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • სკუმბრია  1ც;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • არაჟანი  3ს/კ;
  • სოდა  1მწიკვი;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ და გავრეცხოთ თევზი, მოვაცილოთ ძვლები. გავჭრათ შუაზე, კიდევ შუაზე და მივიღებთ 4 ნაჭერს. არაჟანი, სოდა და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. თითოეული ნაჭერი კარგად ჩავალბოთ ამ მასაში და შევწვათ  ზეთში. ცომში ამოვლებული სკუმბრია ჯერ ქაღალდის ხელსახოცებზე დავდოთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს და შემდეგ დავაწყოთ ფართო თეფშზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო