უკრაინული ბორში გალუშკებით

უკრაინული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და საინტერესო. მარტვივი რეცეპტებით უგემრიელესი კერძები გამოდის. სცადეთ ეს ბორში, იქნებ მოგეწონოთ! დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1ც;
  • კომბოსტო  300გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ტომატის პასტა  5ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მოხარშული ლობიო  500გრ;
  • კარტოფილი 5ც;
  • დაფნის ფოთოლი, რეჰანი, პილპილი, მარილი  გემოვნებით;
  • ხორცი  300გრ;
  • წყალი  2ლ;
  • არაჟანი  250გრ;
  • მწვანილი  გემოვნებით;
  • გალუშკები:
  • ფქვილი  2,5ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  75გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ქვაბში ჩავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. წვრილად დავკეპოთ კომბოსტო. ხორცი და კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ. სტაფილო და ჭარხალი კი წვრილ ღერებად. ზეთში მოვხრაკოთ ჭარხალი, დავამატოთ სტაფილო და ერთად ვხრაკოთ. მეორე ტაფაში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ზეთში). სტაფილოსა და ჭარხალს დავამატოთ მოხარშული ლობიო, ტომატი და მოვშუშოთ, პერიოდულად ვურიოთ. როცა წყალი ადუღდება ჯერ კომბოსტო ჩავამატოთ, შემდეგ ხორცი. ცოტა ხანში კარტოფილიც დავამატოთ. 10 წთ შემდეგ ჩავდოთ დაფნის ფოთოლი, დავამატოთ მარილი და პილპილი. ხახვიც და სტაფილოიანი მასაც ჩავდოთ ქვაბში და ვადუღოთ. გალუშკები: ფქვილს დავასხათ წყალი, დავამატოთ კარაქი და ათქვეფილი კვერცხი. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ფორმები და მარილწყალში მოვხარშოთ 10წთ. გადმოვწუროთ და ზეთში შევბრაწოთ. ჩავაწყოთ ბორშში და ქვაბი გადმოვდგათ. უკრაინული ბორში გალუშკებით არაჟნით გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო