ვანილიანი “პონჩიკები” არაჟნით

ვანილიანი “პონჩიკები” არაჟნით გამოდის არომატული, ფუმფულა და რბილი. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • არაჟანი  200გრ;
  • ფქვილი  250გრ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • შაქარი  50გრ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • მომზადების წესი:

მსუბუქად ავთქვიფოთ შაქარი, კვერცხი და ვანილი. დავამატოთ არაჟანი და გადავურიოთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი ავურიოთ ერთად, გავცრათ და დავამატოთ არაჟნიან მასას. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ ფქვილიან ზედაპირზე, ამოვჭრათ წრეები, შუაში ნაკლები დიამეტრის მქონე ჭიქით ამოვჭრათ, დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წთ. მზა “პონჩიკებს” შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო