ვანილის კექსი ვაშლით

ამ კექსს ვანილისა და ვაშლის მსუბუქი არომატი აქვს, უგემრიელესია, მარტივად მზადდება. ჩაისთან და ყავასთან ერთად  ვანილის კექსი ვაშლით ერთი სიამოვნებაა! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • შაქარი  125გრ;
  • ვანილი  10გრ;
  • ფქვილი  250გრ;
  • კარაქი  150გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • მარილი  მწიკვი;
  • გამაფხვიერებელიი 2ჩ/კ;
  • ვაშლი  2-3ც;
  • შაქრის პუდრა  1ს/კ;
  • მომზადების წესი:

კვერცხს მარილი დავაყაროთ და მიქსერით ავთქვიფოთ, არ შევწყვითოთ თქვეფა და დავამატოთ შაქარი და ვანილი, ვთქვიფოთ. ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი, გავცრათ და ათქვეფილ მასას დავამატოთ, გავალღოთ კარაქი, შევაგრილოთ და ესეც დავამატოთ. აკურატულად ამოვურიოთ. ცომი გადავიტანოთ პერგამენტჩაფენილ საცხობ ფორმაში, ვაშლი გავრეცხოთ, კურკები მოვაცილოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ვერტიკალურად, მჭიდროდ ჩავდოთ ცომში. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 40-45 წთ. ვანილის კექსი ვაშლით მოვრთოთ შაქრის პუდრით . გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო