განთქმული ავსტრიული, კერძოდ ვენური ვაფლია. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აცხობენ. ვაფლი გოფრე ჯემთან ერთად იდეალური საუზმე იქნება. დამზადების დრო: 25 წთ.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 3ც;
- კარაქი 40გრ;
- შაქარი 1ჭ;
- რძე 2ჭ;
- ფქვილი 3ჭ;
- ვანილი 1ჩ/კ;
- სოდა 0,5ჩ/კ;
- მარილი მწიკვი;
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. კვერცხის გული და 1ჭ შაქრის მეოთხედი ავთქვიფოთ მიქსერით. დავამატოთ ვანილი, კარაქი, რძე და ავთქვიფოთ. მეორე ჯამში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა და მარილი. დავასხათ რძიანი მასა და მიქსერით გადავურიოთ. შაქრის დარჩენილი ნაწილი და კვერცხის ცილები ცალკე ავთქვიფოთ მიქსერით. ფრთხილად შევურიოთ ცომს, გავაცხელოთ ვაფლის საცხობი, ოდნავ ცხიმი წავუსვათ, დავასხათ ცომი და 2-3 წთ ვაცხოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება