
ვაფლი მოხარშული ცომით ანუ ბელგიური ვაფლი თავისი სტრუქტურით განსხვავდება ვენურისაგან. რბილია და ხრაშუნა კანი არა აქვს. მარტივად მზადდება, საუკეთესო იდეაა საუზმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ 5 წთ. ულუფა: 2-3.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 75გრ;
- რძე 250მლ;
- კვერცხი 3ც;
- კარაქი 30გრ;
- შაქარი 20გრ;
- მარილი მწიკვი;
მომზადების წესი:
მომცრო ქვაბში ჩავასხათ 125მლ რძე, დავამატოთ მარილი, შაქარი, კარაქი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. ვურიოთ 1-2 წთ და გადმოვდგათ. ჩავამატოთ ფქვილი, სწრაფად ვურიოთ. დავდგათ ცეცხლზე, 2 წთ შევათბოთ, ვურიოთ, გადმოვიტანოთ ცომი ჯამში, სათითაოდ დავამატოთ კვერცხი და მიქსერით ავთქვიფოთ. შემდეგ დავასხათ დარჩენილი რძე და დავაბლენდეროთ. ცომი 30 თ დავაყოვნოთ. გავაცხელოთ ვაფლის საცხობი, წავუსვათ ზეთი, დავასხათ 1,5 ს/კ ცომი და გამოვაცხოთ 4-5 წთ. მზა ვაფლი გემრიელად მიირთვით ჩაისთან, ყავასთან ერთად!
კომენტარის დატოვება