ვაშლის კრემი

ვაშლის კრემი ნაკლებკალორიულია, ჰაეროვანი, უგემრიელესი. მარტივად მზადდება. ტორტების ცხობაში გამოიყენება. დამზადების დრო: 55წთ. ულუფა: 3-4ც.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  10ც;
  • ლიმონი  1ც;
  • თაფლი  3ს/კ;
  • კვერცხს ცილა  3ც;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

გავთალოთ ვაშლი, დავაწყოთ საცხობ ფორმაში, ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას, შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე და გამოვაცხოთ 20 წთ. გადმოვიღოთ, გავაცივოთ, რბილობი ამოვაცალოთ და საცერში გავატაროთ. დავამატოთ ლიმონის წვენი და გახეხილი ცედრა. თაფლიც დავამატოთ, ავურიოთ. ავთქვიფოთ ცილა, მარილი დავამატოთ. აკურატულად შევურიოთ ვაშლის მასა და 1 სთ შევდგათ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო