ვაშლის მურაბა

ვაშლის მურაბა არომატული და უგემრიელესი გამოდის. ადვილად მზადდება. ვაშლის გამჭვირვალე ნაჭრები მარმელადს წააგავს, ძალიან ლამაზი დესერტია. დამზადების დრო: 19 სთ.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  1კგ;
  • შაქარი  1კგ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და დავჭრათ ვაშლი, გული მოვაცილოთ. გადავიტანოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და დავტოვოთ მეორე დილამდე (საღამოს დავაყაროთ შაქარი). დილით დავდგათ ცეცხლზე, ავადუღოთ და 5-7 წთ ვადუღოთ. გადმოვდგათ, გავაცივოთ და იგივე პროცედურა გავიმეოროთ. მესამე პროცედურის შემდეგ მურაბა მზად იქნება. გადავიტანოთ მშრალ ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო