
გემრიელი, ხრაშუნა, ნაზი და არომატული რულეტებია. ჩაისთან და ყავასთან ერთად ფანტასტიურია! დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
თბილი წყალი 0,5ჭ;
- მარილი მწიკვი;
- შაქარი 6-7ს/კ ( 2ს/კ ცომში, დანარჩენი გულსართში);
- საფუარი 0,5ჩ/კ;
- ფქვილი 2-2,5ჭ;
- ვაშლი 2-3ც;
მომზადების წესი:
ჯამში ჩავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ მარილი, შაქარი და საფუარი, მოვურიოთ. დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1 სთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ, ამოვიღოთ და მრგვლად გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე. დავჭრათ სამკუთხედებად, თითოეულს შუაში დავადოთ დაჭრილი ვაშლი და შაქარი მოვაყაროთ, გადავახვიოთ. დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, გამოვაცხოთ 25-30 წთ 190 გრადუსზე. ვაშლის რულეტები მზადაა! გემრიელად მიირთვით!
თქვენი რეცეპტით მოვამზადე ვაშლის როლეტი და ძალიან გემრიელი გამოვიდა
privet