ვაშლის რულეტი

არომატული, რბილი, უგემრიელესი რულეტია, თან სწრაფადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  120გრ;
  • შაქარი  130გრ;
  • ვაშლი  800გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • ვანილი  10გრ;
  • ლიმონი  1ც (ცედრა);
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;

მომზადების წესი:

გავთალოთ და გავხეხოთ ვაშლი, გადავუწუროთ გამოყოფილი წვენი, ლიმონის წვენი მოვასხათ და ცოტა შაქარი მოვაყაროთ, ცედრაც დავამატოთ. მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი, თანდათან ვამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ. დაახლ. 10 წთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და აკურატულად ავურიოთ. საცხობში პერგამენტი ჩავაფინოთ, წავუსვათ ზეთი ან კარაქი, თანაბრად გადავანაწილოთ ვაშლის გულსართი, ზემოდან ცომი დავადოთ და აკურატულად გადავანაწილოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წთ. გადმოვიღოთ, ამოვაბრუნოთ ფირფიტა( გულსართი ზემოდან მოექცევა) და გადავახვიოთ. ვაშლის რულეტი მოვრთოთ სურვილისამებრ (მაგ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა). გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო