ვაშლის სამარხვო პეროგი

ვაშლის სამარხვო პეროგი ძალიან არომატულია, უგემრიელესია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • ზეთი  2/3ჭ;
  • ცივი წყალი  6ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ვაშლი  3ც;
  • შაქრის პუდრა  100გრ;
  • სახამებელი  1ჩ/კ;
  • დარიჩინი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, მარილი, ზეთი, წყალი. 5-10 წთ ვზილოთ ცომი. ცომი დავამრგვალოთ და 1სთ შევდოთ მაცივარში. გავრეცხოთ ვაშლი, თესლები მოვაცილოთ და თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ვაშლს შევურიოთ სახამებელი, დარიჩინი, შაქრის პუდრა, 1ს/კ ფქვილი. გავაბრტყელოთ ცომი, გადავიტანოთ მრგვალ ზეთწასმულ საცხობზე,თანაბრად  დავაწყოთ ვაშლი, პეროგის კიდეები ლამაზად გადავგრიხოთ. 180 გრადუსზე გამოვაცხოთ ღუმელში, როგორც კი ფერს შეიცვლის, მზადაა. გემრიელად მიირთვით!

 

1 კომენტარები

  1. 3ჭიქა ზეთი ზედმეტი არ გამოდის 2ჭიქა ფქვილთან?
    შეცდომით ხომ არ წერია?

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო