ვაშლისა და მსხლის ხილფაფა

საოცრად არომატული და უგემრიელესი ხილფაფა გამოდის. საუზმეზე პურთან ერთად მშვენიერია. ფართოდ გამოიყენება ცხობაში. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ვაშლის პიურე  500გრ;
  • მსხლის პიურე  500გრ;
  • შაქარი  500გრ;
  • ლიმონი  1ც(წვენი);

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ვაშლი და მსხალი. სურვილისამებრ, გავთალოთ. ამოვაჭრათ გული და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავატაროთ ხორცსაკეპში. ავწონოთ  მასა, 1კგ უნდა გვქონდეს. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ შესქელებამდე. სულ უნდა ვურიოთ. როგორც კი მასა გასქელდება, შაქარი და ლიმონის წვენი დავამატოთ. ამოვურიოთ და ხილფაფა ბოლომდე დავადუღოთ. ვაშლისა და მსხლის ხილფაფა მზადაა! გადავიტანოთ მშრალ ქილებში და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო