
ამ უგემრიელეს და შესანისნავ კერძს ბელგიის თითქმის ყველა რესტორანსა თუ კაფეში ნახავთ. ვატერზოი – თევზის სუპი ბელგიურად ვირთევზათი (ტრესკა) მზადდება. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- ხახვი 1თ (1/2 ბულიონში, 1/2 სუპში);
- პრასი 1ც ( ღერები ბულიონში, თავი სუპში);
- ნიახური 8ღ (4 ბულიონში, 4 სუპში);
- სტაფილო 2ც (1ც ბულიონში, 1ც სუპში);
- ოხრახუში 70გრ ( ღერები ბულიონში, ფოთლები სუპში);
- ნიორი 2კბილი ( ბულიონშ)ი;
- დაფნის ფოთოლი 1ც (ბულიონში);
- შავი პილპილის მარცვლები 10ც (ბულიონში);
- ქინძის თესლი 10ც (ბულიონში);
- წყალი 6ჭ (ბულიონში);
- კარაქი 2ს/კ (სუპში);
- ვირთევზას ფილე 2ც (სუპში);
- თეთრი მშრალი ღვინო 1ჭ (სუპში);
- კვერცხის გული 2ც (სუპში);
- ნაღები 1/4ჭ (სუპში);
- შავი დაფქული პილპილი, მარილი გემოვნებით;
- ზეთი 2ს/კ;
მომზადების წესი:
ჯერ მოვამზადოთ ბოსტნეულის ბულიონი. ბულიონის ყველა ინგრედინტი ჩავდოთ ქვაბში, წყალი დავასხათ და დავდგათ ცეცხლზე. ადუღებიდან 30 წთ ვადუღოთ. ამასობაში დავჭრათ სუპის ინგრედიენტები. ფილე 2,5-3 სმ სიგანის ზომაზე დავჭრათ. ბულიონი გავწუროთ, დაახლ. 4ჭ გამოვა. დაჭრილი ბოსტნეული ზეთში მოვხრაკოთ. ქვაბში ჩავაწყოთ თევზის ფილე, დავასხათ ღვინო და 2,5 ჭ ბულიონი. მარილი და პილპილი დავამატოთ. როცა სუპი ადუღდება, ვადუღოთ 12 წთ. შემდეგ აკურატულად ამოვიღოთ ბოსტნეული და თევზის ფილე, თეფშზე დავაწყოთ. ავთქვიფოთ კვერცხის გული, ნაღები შევათქვიფოთ, 0,5 ჭ ბულიონი დავამატოთ, ეს ნარევი სუპში ჩავასხათ, თან ვურიოთ. 1-2 წთ გადმოვდგათ. თეფშებში გადავანაწილოთ ფილე, ბოსტნეული, დავასხათ სუპი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება