ვენური ვაფლის ტორტი

ვენური ვაფლის ტორტი არის კაშკაშა, ნაზი, რბილი და უგემრიელესი დესერტი. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • ფქვილი  100გრ;
  • ზეთი 60მლ;
  • მარილი  2-3მწიკვი;
  • შაქარი  200გრ (100გრ კრემში, 100გრ ცომში);
  • გამაფხვიერებელი  1/4ჩ/კ;
  • არაჟანი  500მლ;
  • ნაღების შემადედებელი  1პაკეტი;
  • ფორთოხალი  მოსართავად;
  • პიტნა  მოსართავად;
  • ლიმონის ცედრა  1/2ჩ/კ;

მომზადების წესი:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი,მარილი დავამატოთ. დავასხათ ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ავურიოთ. გავახუროთ ვაფლის საცხობი, ზეთი წავუსვათ, დავასხათ 1,5ს/კ ცომი და გამოვაცხოთ 2-3 წთ. ცხელი ვაფლები გავაცივოთ. არაჟანს დავამატოთ ლიმონის ცედრა, შაქარი, შემადედებელი და ავთქვიფოთ 3-5 წთ. ფენები კრემით შევაერთოთ, ზემოდან სასურველი ფორმები დავსვათ. მოვრთოთ ფორთოხლის ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით.  ტორტი ცოტა ხნით მაცივარში შევდგათ. თუ ვაფლის ფირფიტებს სიროფით დავნამავთ ან ჯემს წავუსვამთ და შემდეგ კრემს, მაშინ შეგვიძლია მომზადებისთანავე გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო