ვინეგრეტი კაპერსებით

ვინეგრეტი კაპერსებით კლასიკური ვინეგრეტის საინტერესო ვარიანტია. ძალიან გემრიელი გამოდის, კაპერსები განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  2ც;
  • კარტოფილი  1-2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • მჟავე კიტრი  2-3ც;
  • მწვანე ბარდა  100გრ;
  • მჟავე კომბოსტო  75გრ;
  • კაპერსი  25გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი, მარილი  გემოვნებით;
  • კამა  1/4კონა;

მომზადების წესი:

ჭარხალი შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე 1-1,5 სთ. გავაცივოთ, გავთალოთ და კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ მოხარშული და გათლილი კარტოფილი. მჟავე კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად დავჭრათ. დაჭრილი ინგრედიენტები ჯამში გადავიტანოთ. დავამატოთ ბარდა და კაპერსი. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი, ზეთი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო