ვინეგრეტი ხორცით

კლასიკური ვინეგრეტი მხოლოდ ბოსტნეულისგან მზადდება. ხორცს თუ დავამატებთ, ეს სალათი უფრო გემრიელი გახდება. მარტივადაც მზადდება, სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  2-3ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ჭარხალი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • მჟავე კიტრი  1-2ც;
  • მოხარშული ხორცი  200გრ (საქონლის);
  • მაიონეზი  3ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:
  • მოვამზადოთ ინგრედიენტები. კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და კუბიკებად დავჭრათ. მოხარშული ხორცი წვრილად დავჭრათ და დავამატოთ კარტოფილს. სტაფილო და ჭარხალი მოვხარშოთ. გავთალოთ, კუბიკებად დავჭრათ, ასევე დავჭრათ მჟავე კიტრიც. ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ვინეგრეტი ხორცით შეგვიძლია მოვრთოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით (სურვილისამებრ). გემრიელად მირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო