ვოლოვანები თევზით

ვოლოვანები თევზით უგემრიელესი ფენოვანი კალათებია პიკანტური გულსართით. კარგი იდეაა ოჯახური წვეულების დროს. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი უსაფუარო ცომი  500გრ;
  • თევზის ფილე  400გრ;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო   1ც;
  • თეთრი პური  100გრ;
  • თევზის სანელებელი  2-3მწიკვი;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  2 მწიკვი;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების წესი:

ნებისმიერი სახეობის თევზი შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამოვარჩიოთ ფილე ძვლებისაგან. გავარჩიოთ ხახვი, სტაფილო, გავრეცხოთ და ხორცსაკეპში გავატაროთ ფილესთან და პურთან ერთად. ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი, სანელებლები და გადავურიოთ. გავაბრტყელოთ ცომი, ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, შედარებით მცირე დიამეტრიანი ჭიქით ეს ფორმებიც ამოვჭრათ, მივიღებთ რკალს. მრგვალი ფორმა დავდოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე, გარშემო წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, შემოვახვიოთ რკალი, მასაც კვერცხი წავუსვათ, ფარშს კარგად ავურიოთ და ჩავდოთ თითოეულ ცომის კალათაში, ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 25-30 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო